top of page

საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა

struqtura.png

ძვირფასო კოლეგებო!

მოგეხსენებათ, პირველადი ჯანდაცვა როგორც პაციენტის პირველი კონტაქტი ჯანდაცვის სისტემასთან, გულისხმობს ჯანდაცვის სერვისების ფართო სპექტრს, რომელსაც უზრუნველყოფს მულტი პროფესიული გუნდი.  სწორედ ამიტომ, პირველადი ჯანდაცვის სწორი ორგანიზება და ეფექტური მართვა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საყოველთაოდ აღიარებული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, საუკეთესო კლინიკური მომსახურების დასანერგად.

განსაკუთრებით ფუნდამენტურია ინტეგრირებული სერვისების მიწოდება, რათა ადამიანებმა მიიღონ საჭირო სერვისები საჭირო დროსა და ადგილზე განურჩევლად იმისა, თუ როგორ მოხდა მათი ჩართვა ჯანდაცვის სისტემაში - კონკრეტული დაავადების თუ სხვადასხვა პროგრამების დაფინანასების გზით. ასეთი ტიპის სერვისები უნდა იყოს ხარისხიანი, ყოვლისმომცველი, პიროვნებაზე ორიენტირებული, უწყვეტი, კოორდინირებული და კარგად ორგანიზებული. დაავადებაზე დაფუძნებული ან ცალკეული მკურნალობის თუ ფრაგმენტული პრევენციული მოდელები არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობას, მიიღოს საყოველთაო, ეფექტური და ფინანსურად მდგრადი სისტემა.

ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების, მართვისა და მიწოდების კუთხით ფუნდამენტური ცვლილების საჭიროების საპასუხოდ, წევრმა სახელმწიფოებმა 2016 წელს მიიღეს პიროვნებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის ინტეგრირებული სერვისების ჩარჩო კი მიიღეს (IPCHS) [WHA A69/39].

ინტეგრირებული სერვისების მიწოდება გამყარებულია პირველადი ჯანდაცვის ხუთივე ძირითადი ფუნქციით, მათ შორის პიროვნებაზე ორიენტირება, პირველი კონტაქტის ხელმისაწვდომობა, ყოვლისმომცველობა, კოორდინაცია და უწყვეტობა:

  • პირველი კონტაქტი, პიროვნებაზე ორიენტაცია და ყოვლისმომცველობა, უზრუნველყოფს პაციენტის საჭიროებების უმრავლესობის ეფექტიანად დაკმაყოფილებას და მართვას პირველადი ჯანდაცვის სისტემაში.

  • კოორდინაცია უზრუნველყოფს მოვლას ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა დონეებსა და დროში.

  • უწყვეტობა, ასევე, უზრუნველყოფს ინტეგრაციას დროში და ხელს უწყობს ადამიანებსა და პროვაიდერებს შორის მნიშვნელოვანი, მათ შორის, თერაპიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

  • ინტეგრირებული სერვისები ასევე შესაბამისობაშია და ააქტიურებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციებს, როგორიცაა ჯანმრთელობის ხელშეწყობა, დაავადებათა პრევენცია, მეთვალყურეობა, რეაგირება და საგანგებო მზადყოფნა.

საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტების შემუშავებისა და საკონსულტაციო პროცესში პროფესიონალ-კლინიცისტებთან/აკადემიურ პერსონალთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის სამსახურების მენეჯერები, რადგანაც გაიდლაინების/პროტოკოლების მხოლოდ ტრენინგ-პროგრამების განხორციელება არაა საკმარისი კლინიკური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.  აუცილებელია, აქტიური იმპლემენტაცია,   სასწავლო სემინარების კომბინაცია სამუშაო ადგილებზე, რომლის განახლებაც უნდა ხდებოდეს გარკვეული პერიოდულობით. საჭიროა, რეგულარულად მოხდეს იმის შეფასება, თუ რამდენად ხდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების ინტეგრაცია კლინიკურ პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, გამოცდილების უკუგებით და ა.შ.

ინტეგრირებული მართვა   არის ახალი მოდელი მომსახურების ხარისხის     და გამოსავლების  გაუმჯობესების,  პჯდ   რეორგანიზაციის (რეინჟირინგის) ჩარჩოს/სტრუქტურის მიმართულებით, რომელიც მოიცავს:

  • პაციენტების საჭიროებების შეფასებას ადრეულ ეტაპზე;

  • შესაბამისი და დროული რეფერალის წარმართვას;

  • კოორდინირებულ მოვლას, რომელიც ეფუძნება  გუნდურ მუშაობას და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობას;

  • პაციენტზე ორიენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო მომსახურების მიწოდებას;

  • თვით-მართვის ხელშეწყობას;

  • რეგულარულ მიმოხილვას/მიმდინარე  მეთვალყურეობას;

  • ჯანმრთელობის სხვადასხვა სისტემების ჩართულობას;

  • ცვლილებების მართვას;

და ა.შ.

გისურვებთ წარმატებებს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მისიის შესრულების გზაზე!

bottom of page