top of page

2024 - პირველადი ჯანდაცვის წელი

აქტიური ნაბიჯები ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის დამკვიდრების მიმართულებით 

Moving from Policy to Actions

რეფორმის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა

news.png

საქართველოს გამოცდილება პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის მიმართულებით ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წლიურ პროფესიულ კონფერენციაზე წარადგინეს

Updated: 5 days ago

საქართველოს პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის სფეროში უახლესი მიღწევები და წარმატებული გამოცდილება ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაციის (WONCA) ევროპის რეგიონის 30-ე კონფერენციაზე წარადგინეს.

კონფერენციაში საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაციის წევრები და ჯანდაცვის ექსპერტები - ნატო შენგელია, თამარ გაბუნია და ეკატერინე ტიკარაძე მონაწილეობდნენ. WONCAს მხარდაჭერით კონფერენციას ასევე ესწრებოდა ოჯახის ექიმების ახალგაზრდული მიმართულების წევრი ვერიკო რევია.

WONCA Europe-ის ყოველწლიური კონფერენცია საოჯახო მედიცინისა და პირველადი ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროფესიული ფორუმია, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ექიმს, მკვლევარსა და ჯანდაცვის ექსპერტს აერთიანებს.

ქართველი მონაწილეების პრეზენტაციები შეეხებოდა ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ პრაქტიკულ გამოცდილებასა და იმ მიმართულებებს, რომლებიც პაციენტზე ორიენტირებული მოდელის დანერგვას ემსახურება.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლინიკური აუდიტის დანერგვას სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესებისთვის, ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამებს, ასევე, პრევენციული ღონისძიებებისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია მიიჩნევს, რომ WONCA-ს საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის, თანამედროვე პრაქტიკის გაცვლისა და საოჯახო მედიცინისა და პირველადი ჯანდაცვის სისტემების შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის.

საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში წარდგენა ხაზს უსვამს პირველადი ჯანდაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში და მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საოჯახო მედიცინის გაძლიერების პრიორიტეტულ როლს.





 
 
 

Comments


ყველა უფლება დაცულია © 2023 საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი

bottom of page