2024 წლის ევროპის რეგიონის 5-ვარსკვლავიანი ექიმის ნომინაციაზე გამარჯვებულად გამოცხადდა ოჯახის ექიმი ნატო შენგელია
- GFMA
- May 15, 2024
- 1 min read
Updated: May 20, 2024
ოჯახის ექიმთა მსოფლიო ასოციაციის WONCA-ს ევროპის შესარჩევი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ევროპის რეგიონის 5-ვარსკვლავიანი ექიმის ნომინაციაზე გამარჯვებულად გამოცხადდა ოჯახის ექიმ ნატო შენგელიას კანდიდატურა.
ეს უდიდესი აღიარებაა საქართველოსთვის, საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირისა და თითოეული ოჯახის ექიმისთვის.
WONCA Europe 5 ვარსკვლავიანი ექიმის ნომინაცია ცხადდება წელიწადში ერთხელ და ეს ჯილდო გადაეცემა ოჯახის ექიმს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს WONCA-ს კრიტერიუმებს: იყოს განსაკუთრებული ოჯახის ექიმი/ზოგადი პრაქტიკოსი, უზრუნველყოფდეს ინოვაციურ მიდგომებს საზოგადოებრივ და სამედიცინო საქმიანობაში, მონაწილეობას იღებდეს პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებაში, ასრულებდეს აკადემიურ საქმიანობას, როგორიცაა სწავლება, კვლევა და ხარისხის უზრუნველყოფა.
ძალიან ამაყები ვართ, რომ წელს ეს ჯილდო მთელი ევროპის რეგიონიდან საქართველოს, საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირს და პირადად ნატო შენგელიას ხვდა წილად.
Comments