top of page

2024 - პირველადი ჯანდაცვის წელი

აქტიური ნაბიჯები ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის დამკვიდრების მიმართულებით 

Moving from Policy to Actions

რეფორმის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა

news.png

პირველადი ჯანდაცვის გუნდის სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების მოთხოვნები


„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დამტკიცდა ოჯახის ექიმისა და ექთნის სამუშაოთა აღწერილობები სამუშაოს აღწერილობები 

დამტკიცდა პირველადი ჯანდაცვის სისტემის შეფასების ინდიკატორების ჩამონათვალი

 

„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებით განსაზღვრულია მოთხოვნები პირველადი ჯანდაცვის გუნდის სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის, კერძოდა) ექიმებისთვის (სპეციალობებში: „საოჯახო  მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“): უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში საოჯახო მედიცინის კომპეტენციებით გათვალისწინებული მიმართულებებით და 2025 წლის 1 იანვრისთვის (და შემდეგ ყოველწლიურად) მოიპოვოს 30 უსგ ქულა. ამასთან,  შესაბამისი ქულები მოპოვებული უნდა იყოს განსხვავებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის.შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შეფასება განხორციელდება 2025 წლის 1 აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში;ბ) სოფლის ექიმებისთვის: უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში საოჯახო მედიცინის კომპეტენციებით გათვალისწინებული მიმართულებებით და 2027 წლის 1 იანვრისთვის (და შემდეგ, ყოველწლიურად) მოიპოვოს 30 უსგ ქულა, ამასთან, შესაბამისი ქულები მოპოვებული უნდა იყოს განსხვავებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის;გ) ექთნებისთვის: უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;დ) პირველადი ჯანდაცვის გუნდის ექიმებსა (სპეციალობებში: „საოჯახო  მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“)  და ექთნებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გულ-ფილტვის რეანიმაციის კურსი 3 წელიწადში ერთხელ (შეფასდეს 2027 წლის 1 იანვრიდან);

 
 
 

Commenti


ყველა უფლება დაცულია © 2023 საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი

bottom of page