top of page

საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა

struqtura.png

საოჯახო მედიცინის პრაქტიკის ორგანიზაციისა & მართვის მიმართულების ხელმძღვანელი
მარინა შიხაშვილი

დასახელება: საოჯახო მედიცინის პრაქტიკის ორგანიზაცია & მართვა

მიმართულების ხელმძღვანელი: მარინა შიხაშვილი

მიმართულების მისია და ფუნქციები: პირველად ჯანდაცვასა და საოჯახო მედიცინაში სერვისების ორგანიზაციისა და მართვის  მიმართულების და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა და დანერგვის ხელშეწყობა.

მოკლე რეზიუმე:  მარინა შიხაშვილი დაარსების დღიდან  არის საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის დამფუძნებელი/წევრი, ოჯახის ექიმ-მასწავლებელი, ლონდონის უნივერსიტეტის პოსტდიპლომური განათლების ტუტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი საოჯახო მედიცინაში, ევროპის ოჯახის ექიმ-მასწავლებელთა აკადემიის EURACT-ის წევრი.

მისი გამოცდილება პირველადი ჯანდაცვის სფეროში 30 წელზე მეტს მოიცავს. აღსანიშნავია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის მისი გამოცდილება არამარტო საოჯახო მედიცინასა და  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში, არამედ, ასევე, ჯანდაცვის მენეჯმენტში, სერვისების ორგანიზაციასა და მართვის მიმართულებით.

ის მუშაობდა თბილისში ერთ-ერთ პირველ საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორად, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების დამოუკიდებელ ექსპერტად.

სხვადასხვა პერიოდში, ის ასევე მუშაობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ჩეხეთის კარიტასი საქართველოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი და ა.შ.

არის მრავალი  ეროვნული გაიდლაინის/პროტოკოლისა და გზამკვლევების ავტორი.

ამავე დროს, ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას  „ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი“.

ის არის საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის დამფუძნებელი და ასევე, პირველად ჯანდაცვაში მოღვაწე ასოციაციების დამფუძნებელი და წევრი.

მარინა შიხაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის (ქართულ და ინგლისურენოვანი) პროგრამების ხელმძღვანელი და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია და უძღვება ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კურსებს თემაზე „პრაქტიკის ადმინისტრირება და მართვა“ და „საოჯახო მედიცინის პრინციპები“.

bottom of page