top of page

საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა

struqtura.png

ძვირფასო კოლეგებო!

მოგეხსენებათ ზოგადი პრაქტიკის ექთნების როლის მნიშვნელობა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და მოსახლეობის ჯანმრთელობის დამკვიდრების საქმეში.

საექთნო პერსონალი არის ჯანდაცვის ხერხემალი.

ექთნობა - ეს არის პროფესია, რომელიც თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გარდა, მოითხოვს უზარმაზარ სიმამაცესა და ურყევ ერთგულებას. ეს განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე  ექთნებს ეხებათ, რომელთაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

იმისათვის რომ ვიყოთ ექთანი - მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო.

მუშაობის პროცესში ხშირად ვაწყდებით რთულ სიტუაციებს, რომლებთან გამკლავებაც მოითხოვს არა მხოლოდ საექთნო პროფესიულ ცოდნას, არამედ კრიტიკულ აზროვნებასაც.

საექთნო საქმის 4 ძირითადი მიზნის  - ჯანმრთელობის ხელშეწყობა, დაავადებების პრევენცია, ავადმყოფის მოვლა, დახმარება ტერმინალური მდგომარეობებსა და შეზღუდულ შესაძლებლობებთან გამკლავებაში - მიღწევა, ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა.

საქართველოში საექთნო პროფესია რეგულირებადი ხდება.

ვიმედოვნებ, ახლო მომავალში ეს პროფესია, დამსახურებისამებრ, აღიარებული და დაფასებული იქნება.

მადლობა ყველა თქვენთაგანს, რომელიც მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საექთნო პროფესიის პრესტიჟსა და ღირსებას იცავს - დაუღალავი, კვალიფიციური და გულისხმიერი შრომით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მზად ვართ გამოწვევებისათვის.

გვახსოვდეს, რომ ექთნობა არის პროფესია და არა სამუშაო!

ექთნები განსაკუთრებულები არიან!

გისურვებთ წარმატებას!

bottom of page