top of page

საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა

struqtura.png

საექთნო მიმართულების ხელმძღვანელი
მაია გოგაშვილი

დასახელება: საექთნო მიმართულება

ხელმძღვანელი: მაია გოგაშვილი

მიმართულების მისია და ფუნქციები: პირველად ჯანდაცვასა და საოჯახო მედიცინაში საექთნო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა და დანერგვის ხელშეწყობა

მოკლე რეზიუმე: მაია გოგაშვილი არის საექთნო საქმის ექსპერტი ასოციაციის დამფუძნებელი, საექთნო საბაკალავრო პროგრამის ავტორი, MD, PhD პროფესორი. საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსი და საექთნო საბაკალავრო პროგრამების (ქართული და ინგლისური)  ხელმძღვანელი.

მიღებული აქვს როგორც სამედიცინო,  ასევე, საექთნო განათლება.

გავლილი აქვს პოსტსამაგისტრო სწავლების კურსი ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ).

პრაქტიკულ საექიმო საქმიანობასთან ერთად წლების განმავლობაში ასწავლიდა  საექთნო სასწავლებელში.

1996 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ატლანტა-თბილისის სამედიცინო პარტნიორობის საექთნო კომპონენტის მუშაობაში.

1998 წლიდან მუშაობდა ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში - უწყვეტი საექთნო განათლების კოორდინატორის თანამდებობაზე. სწორედ ამ პერიოდიდან, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოში  საერთაშორისო საექთნო სტანდარტების შემუშავებასა და დამკვიდრებაში.

მომდევნო წლებში, სხვადასხვა მიმართულებით უწყვეტი საექთნო განათლების კურსებთან ერთად, პირველადი ჯანდაცვის რეფორმირების პროცესში შეიქმნა ზოგადი პრაქტიკის (ოჯახის) ექთნის მზადების ინტენსიური კურსი, რომლის ადმინისტრირების კოორდინაციასაც ახდენდა მაია გოგაშვილი.

2012 წელს კოლეგებთან ერთად  შექმნა საექთნო საბაკალავრო პროგრამა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია საერთაშორისო სტუდენტებს შორის.

აქვს საექსპერტო/საკონსულტაციო გამოცდილება - სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID, EBRD, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა, WHO, CoE ევროპის საბჭო და სხვა) პროექტების მართვასა და კოორდინაციაში;

შემუშავებული აქვს საექთნო კურსები და სწავლების პროექტები;

აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო  პროექტებში, როგორც საექთნო საქმის ექსპერტი და კონსულტანტი.

2020-2021 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს და ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრი, აკრედიტაციის ექსპერტი.

აქტიურად მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, რომლებიც დაკავშირებულია საექთნო საქმესთან და ჯანდაცვის მენეჯმენტთან, განათლებასთან. არის რამდენიმე წიგნის და სტატიის თანაავტორი.

არის „საექთნო საქმის განვითარებისა და ხელშეწყობის ეროვნული საბჭოს“ და "საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს" წევრი. 

bottom of page