ვებ-გვერდი მუშაობს ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობს გვერდის რეკონსტრუქცია
NFMTC@NILC.ORG.GE | + (995 32) 295 98 66; + (995 32) 296 98 53
საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია
GEORGIA FAMILY MEDICINE ASSOCIATION
საქართველოს საოჯახო მედ იცინის ასოციაციის წევრობა
ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ზოგადი საექიმო პრაქტიკის დარგში მოღვაწე და/ან მისი განვითარების პროცესებში მონაწილე ნებისმიერი პროფესიონალი, რომელიც აღიარებს ასოციაციის წესდებას, უშუალოდ მონაწილეობს მისი მიზნისა და ამოცანების რეალიზაციაში და რეგულარულად იხდის საწევრო გადასახადებს.
საწევრო შენატანის ოდენობა თითოეული წევრისთვის შეადგენს 24 ლარს წელიწადში.
ასოციაციის წევრის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება 2003 წლის 17 ნოემბერს დამტკიცებული ასოციაციის წესდებით, ხოლო 2016 წლის იანვარში დამტკიცდა ასოციაციის ახალი წესდება, ხოლო 2025 წელს სადამფუძნებლო შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა ასოციაციის სახელის ცვლილება, ინგლისურ და ქართულ ენებზე შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ასოციაციაში შესვლის მსურველი პირი განცხადებით მიმართავს კავშირის გამგეობას. გადაწყვეტილება ასოციაციაში პირის გაწევრიანების თაობაზე მიიღება გამგეობის წევრთა ხმების უმრავლესობით. გამგეობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან განმცხადებელი ითვლება ასოციაციის წევრად. ასოციაციის წევრი იღებს გამგეობის მიერ რეგისტრირებულ მოწმობას.
აქედან შეგიძლიათ გადაწეროთ განაცხადის ბლანკი, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: nfmtc@nilc.org.ge ან ამობეჭდოთ და მოგვაწოდოდ პირადად მისამართზე:
მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. N57
0102, თბილისი, საქართველო
57 M. TsinamdzgvriSvili str.,
0102, Tbilisi, Georgia
ყოველთვიური საწევრო შენატანის გადახდა შეგიძლიათ გადარიცხვითაც შემდეგ რეკვიზიტებზე:
სს თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22818
საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია
ანგარიშის ნომერი: GE22TB0800000000700105
საიდენტიფიკაციო კოდი: 205017694