ვებ-გვერდი მუშაობს ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობს გვერდის რეკონსტრუქცია
NFMTC@NILC.ORG.GE | + (995 32) 295 98 66; + (995 32) 296 98 53
საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი
GEORGIA FAMILY MEDICINE ASSOCIATION
საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა
განათლებისა და ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელი
ნატო შენგელია
დასახელება: განათლებისა და მომსახურების ხარისხის მიმართულება
ხელმძღვანელი: ნატო შენგელია
მიმართულების მისია და ფუნქციები:
სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა
პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა
კლინიკური აუდიტი და ანალიზი
ბენჩმარკინგი
პჯდ პერსონალისთვის უპგ კურსებისა და სასწავლო კურიკულუმების შემუშავება
ტრენინგების განხორციელება
პჯდ პერსონალის კომპეტენციების შეფასებისა და გაუმჯობესების სისტემის დანერგვა
და სხვ.
მოკლე რეზიუმე:
ნატო შენგელია არის ოჯახის ექიმი 25 წლიანი კლინიკური სტაჟითა და 20 წლიანი გამოცდილებით პროგრამების/პოლიტიკის განვითარების, დანერგვისა და შეფასების სფეროში, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოში მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურული, ფუნქციური და ინსტიტუციური საფუძვლების შექმნას. მისი ექსპრტიზის ძირითადი სფეროებია: 1) საოჯახო მედიცინა და მოზრდილთა სწავლების სპეციფიკური მეთოდოლოგია; 2) სამედიცინო მომსახურების ხარისხის აუდიტი; 3) კლინიკური ხელოვნების შეფასება პირველად ჯანდაცვაში; 4) გაიდლაინებისა და თვით-შეფასების სტანდარტების შემუშავება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის. მისი კვალიფიკაციის ძირითადი თვისებებია ენთუზიაზმი და მუდმივი სწრაფვა პროფესიული განვითარებისკენ, მრავალფეროვანი დავალებების მართვის უნარი წნეხის პირობებში, კომუნიკაციის კარგი ჩვევები, ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა, შრომისმოყვარეობა, მულტინაციონალურ გარემოში კომფორტული მუშაობის უნარი. სხვადასხვა პერიოდში ის მუშაობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ჩეხეთის კარიტასი საქართველოში, USAID, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი და ა.შ. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რომებლიც მიზნად ისახავდა საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, თანმიმდევრულობისა და უწყვეტობის გაუმჯობესებას, ხარისხის სტანდარტების შექმნას, პირველადი ჯადნაცვის პერსონალის გადამზადებას და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას.
საოჯახო მედიცინის ექსპერტის პოზიციაზე ქალბატონი ნატო კონსულტაციებს უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის პოლიტიკის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაფასებელი ინსტრუმენტების, საოჯახო მედიცინის პროფესიული კომპეტენციებისა და საკვალიფიკაციო სტანდარტების შემუშავებაში.
მისი კლინიკური საქმიანობა სხვადასხვა წლებში მოცავდა მუშაობას როგორც ოჯახის ექიმის, ისე ნევროლოგის და დაწესებულების კლინიკური დირექტორის პოზიციებზე. ის პასუხისმგებელი იყო დაწესებულების შიდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგზე, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე გავრცელებული დაავადებების პროტოკოლებისა და სტანდარტების შემუშავების გზით, კლინიკური პერსონალის შერჩევასა და დაკონტრაქტებაზე, კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
დაარსების დღიდან ნატო შენგელია არის საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის დამფუძნებელი/წევრი. როგორც ოჯახის ექიმი/მასწავლებელი, ის უძღვება საგანამანათებლო და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებას საოჯახო მედიცინის ეროვნულ ცენტრში და ამავე დროს, აწარმოებს კლინიკურ საქმიანობას, როგორც ოჯახის ექიმი. ამ პოზიციაზე ნატო შენგელიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში, ბოლო ათწლეულების მანძილზე, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში. ის მონაწილეობდა სასწავლო პროგრამების შემუშავებაში ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის, კარგი სამედიცინო პრაქტიკის სტანდარტების დანერგვაში, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება/დანერგვაში პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის. ნატო შენგელიას მინიჭებული აქვს ზოგადი პრაქტიკის ექიმთა საპატიო მასწავლებლის (ტუტორის) სერტიფიკატი ლონდონის უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი განათლების კოლეჯის მხრიდან.
2017 წლიდან ქალბატონი ნატო არის საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და კურატორობს სამეცნიერო კვლევის, კლინიკური უნარ-ჩვევების და საოჯახო მედიცინის საგნებს. ის ასევე, არის კავკასიის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი მედიცინის ფაკულტეტების მოწვეული ლექტორი, სადაც ასევე უძღვება საოჯახო მედიცინის კლინიკურ როტაციებს.